ედის-ს მილიტანებმა ერაყის კიდევ რამდენიმე რეგიონი დაიკავეს

91894
ედის-ს მილიტანებმა ერაყის კიდევ რამდენიმე რეგიონი დაიკავეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსულის დაკავების შემდეგ ორგანიზაცია ერაყ-დამასკოს მილიტანებმა კიდევ რამდენიმე რეგიონი დაიკავეს, სადაც ერაყის არმიის კუთვნილი მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალებიც ხელში ჩაიგდეს.
მილიტანების მიერ რეგიონების დაკავების გამო კი მოსახლეობა გარბის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის პარლამენტი დღეს საგანგებო შეკრებას გამართავს და საგანგებო ვითარების გამოცხადების თაობაზე პრემიერ ნური ელ მალიქის მოწოდებას განიხილავს.
რთული ვითარებაა ასევე ერაყის სხვა რეგიონებშიც. ბაღდათსა და ბასრაში ტერაქტები მოხდა, რომელთა შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები