კვიპროსის მოლაპარაკებები გრძელდება

81419
კვიპროსის მოლაპარაკებები გრძელდება


კვიპროსის მოლაპარაკებები გრძელდება. ჩკთს-ს პრეზიდენტ დერვიშ ეროღლუსა და სამხრეთ კვიპროსის ლიდერს ნიკოს ანასტასიადს შორის ბუფერულ ზონაში გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსში სპეციალური წარმომადგენელი ლიზა ბუტენჰაიმი და ორივე მხარის წარმომადგენლები. დაახლოებით სამ საათიან შეხვედრაზე პოლიტიკური თანასწორობის, ფედერალური მართვის უფლებამოსილებების, საარჩევნო სისტემისა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა შეხვედრაზე თავიანთი შემოთავაზებები გააკეთეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ეროღლუმ დასძინა, რომ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ისევ არსებობს. მისი თქმით, სამხრეთ კვიპროსი წინა მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიციების დაახლოებას უგულვებელყოფს, რაზეც ისინი პროტესტს აცხადებენ. ეროღლუმ განაცხადა, რომ ხვალ კიდევ შეიკრიბებიან და გამოსავლის გზების მოძებნას შეეცდებიან. ლიდერებს შორის მომდევნო კიდევ ერთი შეხვედრა 23 ივნისს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები