ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევშია

იგი ტურჩინოვმა და იაცენიუკმა მიიღეს

66636
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევშია



ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპიუ კიევში ჩავიდა, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყო უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა და რომპიუმ განუცხადა რომ, ევროპა უკრაინას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს, რათა ამ ქვეყანაში სტაბილურობა აღსდგეს. მისივე თქმით ახლა ითვალისწინებენ ევროკავშირ-უკრაინას შორის შეთანხმების ხელმოწერასაც, რომლითაც ბრიუსელი 1,6 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს კიევს. ტურჩინოვის თქმით მოსკოვის მხრიდან მათ შიდა საქმეებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიუხედავად, ყველანაირ ძალღონეს ხმარობენ სტაბილურობის აღსადგენად და ამის კვალობაზე უახლოეს მომავალში ქვეყნის აღმოსავლეთში წესრიგს დაამყარებენ. ევროპელი სტუმარი შემდეგ უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ამ უკანასკნელმა თქვა რომ, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ ევროკავშირის ან ამერიკის მონაწილეობის შემთხვევაში მიუჯდებიან. რომპიუმ კი კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა რომ, არავითარ შემთხვევაში არ სცნობენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმების შედეგებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები