OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაფრთხულება გააკეთა

OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაფრთხულება გააკეთა

2102414
OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაფრთხულება გააკეთა

OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა, რომელმაც შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია ChatGPT, განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების საზოგადოებისთვის ყოველგვარი კონტროლის მექანიზმის გარეშე შეთავაზება დიდ საფრთხეებს გამოიწვევს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალაქ დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობების სამიტზე სემ ალტმანმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ განცხადებები გააკეთა.

მან გაიმეორა თავისი მოწოდება, რომ უნდა შეიქმნას ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობა განახორციელოს და დაამატა, რომ მაშინაც კი, თუ არ არსებობს მავნე განზრახვა ამ სისტემების შეთავაზებამ საზოგადოებისთვის უკონტროლო ფორმით შეიძლება დიდი საფრთხე გამოიწვიოს.

ალტმანმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია გზის საწყის ეტაპზეა და რომ ეს ტექნოლოგია ბევრად უკეთესი გახდება.


საკვანძო სიტყვები: #ChatGPT , #OpenAI

მსგავსი ინფორმაციები