იწვევს თუ არა ბავშვებში არაქისის მოხმარება ალერგიას?

იწვევს თუ არა ბავშვებში არაქისის მოხმარება ალერგიას?

2146349
იწვევს თუ არა ბავშვებში არაქისის მოხმარება ალერგიას?

დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც 4-6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პერიოდში მიირთმევდნენ არაქისს, ნაკლებად ჰქონდათ ალერგიის განვითარების ალბათობა იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ მოიხმარდნენ მას.

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში, გამოკვლეული იყო აღნიშნულ ასაკში ბავშვების საკვებში არაქისის დამატება და სამომავლოდ ალერგიის განვითარება მათში.

კვლევა, რომელიც ჩატარდა 497 ბავშვზე, ბავშვები, რომლებიც 4-6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პერიოდში მოიხმარდნენ არაქისს, შეადარეს მათ, ვინც არ მიირთმევდა ამ საკვებს აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით კი 13 წლამდე.

არაქისის ალერგია დაფიქსირდა ჯგუფის 246 მონაწილედან 38-ში, რომლებიც 4-6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პერიოდში არ მიირთმევდნენ არაქისს.

მეორეს მხრივ, არაქისის ალერგია გამოვლინდა მეორე ჯგუფის 251 მონაწილიდან მხოლოდ 11-ში, რომლებიც ბავშვობიდან მოიხმარდნენ არაქისს.

ერთ-ერთმა მკვლევარმა გედეონ ლაკმა თქვა, რომ მტკიცებულებები აშკარაა, რომ არაქისის მოხმარების ადრეულ ასაკში დაწყება უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას ალერგიისგან.


საკვანძო სიტყვები: #კვლევა , #ალერგია , #ბავშვები , #არაქისი

მსგავსი ინფორმაციები