არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება

არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება

2151637
არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება

დადგინდა, რომ მსოფლიოში 1,6 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად ავადდება არასაიმედო სურსათის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვების და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დირექტორმა, ფრანჩესკო ბრანკმა, ჟენევის ოფისის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე 7 ივნისის, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

„დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ავადდება არასაიმედო საკვების გამო. საკვებით გამოწვეული დაავადებების 40 პროცენტი გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ შესაბამისი ზომები არ იქნება დროულად მიღებული, სახიფათო საკვების რისკები შეიძლება სწრაფად გადაიქცეს ადგილობრივი პრობლემისგან საერთაშორისო საგანგებო სიტუაციად. ჰუმანიტარული კრიზისები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას. სურსათს შეუძლია დააკმაყოფილოს კვების საჭიროებები მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უსაფრთხოა“, განაცხადა ფრანჩესკო ბრანკმა.



მსგავსი ინფორმაციები