Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი

Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი

2149686
Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი

Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი, რომელმაც ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სამმართველოს (NASA) ორი ასტრონავტი გადაიყვანა.

Starliner-ი, ნასას ორი ასტრონავტით, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გუშინ, ადგილობრივი დროით 10.52 საათზე გაუშვეს. ასე დაიწყო Starliner-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა.

Starliner-ის ბორტზე მყოფი NASA-ს ასტრონავტები ბუჩ ვილმორი და სანი უილიამსი დაახლოებით ერთ კვირას გაატარებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

აღინიშნა, რომ თუ ფრენა წარმატებული იქნება, NASA-მ შესაძლოა დაუშვას Starliner-ის რეგულარული ფრენები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

ბოლო წუთების პრობლემებმა Starliner-ს პირველ ორ ეკიპაჟიან გაშვების მცდელობას ხელი შეუშალა.


საკვანძო სიტყვები: #Starliner , #Boeing

მსგავსი ინფორმაციები