ნატომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები შეიმუშავა

ნატომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები შეიმუშავა

2006495
ნატომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები შეიმუშავა

ნატომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები შეიმუშავა

როგორც გრძელვადიანი თავდაცვისა და შეკავების პოზიციის ნაწილი, რომელიც დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და დაჩქარდა უკრაინაზე მისი თავდასხმის შემდეგ, ნატომ მოამზადა „რეგიონული სამხედრო გეგმები“ და იგი უნდა დამტკიცდეს ლიდერების მიერ ნატოს სამიტზე ვილნიუსში.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატომ 2018 წელს რუსეთი და ტერორისტული ჯგუფები საფრთხედ აღიქვა და თავდაცვის გეგმები შეცვალა.

2019 წელს შეიქმნა ნატოს ახალი სამხედრო სტრატეგია, რომელმაც წარმოაჩინა თუ რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წელს ევროატლანტიკური რეგიონის შეკავებისა და თავდაცვისთვის. 2021 წელს შემუშავდა ყოვლისმომცველი საბრძოლო კონცეფცია, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა დემოგრაფიული და ტექნოლოგიური ცვლილებები.

შემდეგ შეიქმნა ნატოს რეგიონალური გეგმები. რეგიონული გეგმები, რომლებიც შედგება დეტალური და ყოვლისმომცველი კვლევებისაგან, მოიცავს მხოლოდ ნატოს საზღვრებში არსებულ რეგიონებს. ეს საიდუმლო გეგმები შეიქმნა სამი რეგიონისთვის.

პირველი მათგანი აშშ-ს ქალაქ ნორფოლკში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ხელმძღვანელობით ატლანტიკასა და ევროპის ჩრდილოეთს, მეორე ჰოლანდიაში ქალაქ ბრუნსუმში მდებარე ნატოს ბაზის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ცენტრალური ევროპის რეგიონს, რომელიც ვრცელდება ბალტიისპირეთიდან ალპებამდე და მესამე იტალიიის ქალაქ ნეაპოლში მდებარე ნატოს პასუხისმგებლობაში არსებულ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე რეგიონს მოიცავს.

გეგმები განსაზღვრავს როდის და როგორ განლაგდებიან ნატოს ძალები ხმელეთზე, ზღვაში, საჰაერო სივრცეში და კიბერსივრცეში ამ რეგიონებში და როგორ იმოქმედონ საფრთხის შემთხვევაში.

გეგმების ფარგლებში, ნატო მიზნად ისახავს დაახლოებით 300 000 ჯარისკაცის ჯარის გადაყვანას აღმოსავლეთ ფლანგზე მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.

ნატოს რეგიონული გეგმების დამტკიცება 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზეა გამიზნული.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები