„ბაირაქტარ TB2“-ის შესყიდვის მსურველთა რიცხვი იზრდება

„ბაირაქტარ TB2“-ის შესყიდვის მსურველთა რიცხვი იზრდება

1921943
„ბაირაქტარ TB2“-ის შესყიდვის მსურველთა რიცხვი იზრდება
arnavutluk tb2 siha anlasma.jpg
bayraktar tb2 siha.jpg

თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების, (SİHA), „ბაირაქტარ TB2“-ის შესყიდვის მსურველ ქვეყნების რიცხვი იზრდება.  ალბანეთმა, თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში,  „ბაირაქტარ TB2“-ის ფლოტის შესყიდვასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა.

ალბანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ტირანაში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, თავდაცვის მინისტრი ნიკო პელეში, თურქეთის ელჩი ტირანაში თაიარ კაღანი და კომპანია Baykar-ის გენერალური მენეჯერი, ჰალუქ ბაირაქტარი. ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა რამამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს პროცესის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. რამამ ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობა დღითიდღე უმჯობესდება. პრემიერ-მინისტრმა რამამ ისიც აღნიშნა, რომ ალბანეთში ჩასული პირველი 3 „ბაირაქტარ TB2“-ის (SİHA) უპილოტო საფრენი აპარატები მზად იქნებიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.

ხელმოწერის ცერემონიალზე კომპანია Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა, ჰალუქ ბაირაქტარმა გამოთქვა სურვილი, რომ ეს ტექნოლოგია ორ ქვეყანას შორის ახალ ეპოქის დამწყები იქნება და ალბანეთის სუვერენიტეტში თავის წვლილს შეიტანს.



მსგავსი ინფორმაციები