New York Post-ი "გეითსს სურს თურქეთში დიდი ფერმის შექმნა“

ბილ გეითსი, რომელიც ეგეოსის რეგიონში იმყოფება, თურქეთში მიწის შეძენას და ფერმის შექმნას გეგმავს

1729438
New York Post-ი "გეითსს სურს თურქეთში დიდი ფერმის შექმნა“

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი, რომელიც ეგეოსის რეგიონში იმყოფება, თურქეთში მიწის შეძენას და ფერმის შექმნას გეგმავს.

ამერიკულ New York Post-თან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ გეითსს „სურს თურქეთში დიდი და მდგრადი ფერმის შექმნა“ ბილ და მელინდა გეითსის ფონდისთვის, რომელსაც აქვს 50 მილიარდი დოლარის ქონება და რომელსაც ის ყოფილ მეუღლესთან ერთად მართავს.

გეითსმა გუშინ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე (COP26) პირობა დადო, რომ 315 მილიონ დოლარს გამოყოფს რათა დაეხმაროს ფერმერებს კლიმატისადმი მდგრადი კულტურების შექმნაში.

ბილ გეითსმა თქვა, რომ თანხა გადაეცემა თესლის კონსორციუმს, რომელიც დაეხმარება ფერმერებს ცვალებადი კლიმატის მოდელებთან ადაპტაციაში.

გეითსი ამჟამად ფლობს 22 ათას ჰექტარ მიწას თრაკიაში.

მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი გარემოცვა ოქტომბერში ეფესოს ეწვივნენ.

გეითსის კერძო იახტა ქუშადასის და შემდეგ ბოდრუმის ყურეებში იყო გაჩერებული.


საკვანძო სიტყვები: #ფერმა , #ბილ გეითსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები