თურქეთში ჯანდაცვის მუშაკებს და პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფებს ვაქცინის მეოთხე დოზის უფლება მიეცა

თურქეთში ჯანდაცვის მუშაკებს და პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფებს ვაქცინის მეოთხე დოზის უფლება მიეცა

1692013
თურქეთში ჯანდაცვის მუშაკებს და პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფებს ვაქცინის მეოთხე დოზის უფლება მიეცა

თურქეთში 15 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების უფლება მიენიჭათ.

კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვაქცინაციის პროგრამა მთელს ქვეყანაში სწრაფად გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კოვიდ -19 ვაქცინის დოზების რაოდენობა და ასაკობრივი ჯგუფები, რომლებშიც იგი იქნა შემოღებული, რათა ეფექტურად გააგრძელოს ბრძოლა ეპიდემიასთან.

ამ ფარგლებში 15 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების უფლება მიენიჭათ.

ჯანდაცვის მუშაკებს და პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფებს ვაქცინის მეოთხე დოზის უფლება მიეცა.

გარდა ამისა, იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა BioNTech-ის ვაქცინას მოითხოვს ვიზიტორებისგან, ვაქცინის მეოთხე დოზის უფლება განისაზღვრა მათთვის, ვინც მიიღო ორი დოზა „სინოვაკი“ და ერთი დოზა BioNTech-ი.

PCR–ის დადებითი ტესტის მქონე პირებს ადრე შეეძლოთ აცრა გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგ. ახალი გადაწყვეტილებით კი ეს პერიოდი 1 თვემდე შემცირდა.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები