გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ კოვიდ-19

გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ კოვიდ-19

1645396
გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ კოვიდ-19

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს მათ მიერ გამოყოფილი განსხვავებული სუნის დადგენის გზით, შეუძლიათ აღმოაჩინონ ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაავადებული ადამიანები 1 წამზე ნაკლებ დროში.

The Guardian-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანები განსხვავებულ სუნს გამოყოფენ, რომლის დადგენა შეუძლიათ გაწვრთნილ ძაღლებს.

შესაბამისად, აღინიშნა, რომ კვლევაში მონაწილე 6 ძაღლმა დააფიქსირა დაავადებულ პირთა 94,3% მათი მგრძნობელობით იმ ადამიანების ტანსაცმლიდან, ვისაც კოვიდ-19-ის დაავადება აქვს.

ძაღლებმა, ინფიცირებული 100 ადამიანიდან 94-ის მდგომარეობა სწორად გამოიცნეს რა, PCR ტესტებს სიჩქარის თვალსაზრისით ამ აპარატსაც გაუსწრეს. მათ, კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანი 1 წამზე ნაკლებ დროში ამოიცნეს.

ცნობისათვის, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, გერმანიამ და ინდოეთმა, დაიწყეს სარგებლობა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით სარგებლობა კოვიდ-19-ის პაციენტების გამოსავლენად.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ძაღლები

მსგავსი ინფორმაციები