კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

1490604
კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

ამერიკული ფარმაცვტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეძილება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ, CBS-ს  ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ბოლო ეტაპზეა.

მისი თქმით, მისი გაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები