UNICEF-ი წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აკეთებს

UNICEF-ი წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აკეთებს

1397784
UNICEF-ი წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აკეთებს

გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა გააკეთა გაფრთხილა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების გამო წითელას ვაქცინაციის კამპანიის გადადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს 117 მილიონ ბავშვზე.

UNICEF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო წითელას ვაქცინაციის კამპანია 24 ქვეყანაში გადაიდო.

აქვე გაკეთებულია გაფრთხილება, რომ ვაქცინაციის კამპანიის გადავადება 117 მილიონზე მეტ ბავშვზე იმოქმედებს და რომ საჭიროა ვაქცინაციის სერვისების დაცვა და გაგრძელება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელზე მეტია არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ბოლო წლების განმავლობაში წითელას დაავადებების შემთხვევები გაიზარდა და 2018 წელში 140 ათასზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა ბავშვი და ახალშობილი, გარდაიცვალა, მაშინ როდესაც პრევენცია შესაძლებელი იყო.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინაცია , #წითელა , #გაერო , #UNICEF

მსგავსი ინფორმაციები