"Boeing 787-9 Dreamliner"-მა სტამბოლი-ვაშინგტონის რეისი შეასრულა

"Boeing 787-9 Dreamliner"-მა სტამბოლი-ვაშინგტონის რეისი შეასრულა

1250652
"Boeing 787-9 Dreamliner"-მა სტამბოლი-ვაშინგტონის რეისი შეასრულა

თურქეთის ავიახაზების მიერ ცოტა ხნის წინ შეძენილმა სამგზავრო თვითმფრინავმა "Boeing 787-9 Dreamliner"-მა სტამბოლი-ვაშინგტონის რეისი შეასრულა.

თურქეთის ავიახაზების ფლოტის 787-9 Dreamliner-მა „ოცნების თვითმფრინავმა“ პირველი მგზავრები სტამბოლის აეროპორტიდან ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტში ჩაიყვანა.

დასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს სახანძრო მანქანებით ტრადიციული „წყლის შადრევნით“ მიესალმნენ.

თურქეთის ავიახაზების უფლებამოსილთა განცხადებით 787-9 Dreamliner-ი ვაშინგტონიდან სტამბოლშიც შევსებული დაბრუნდება.

თურქეთის ავიახაზებმა გასულ წელში შეკვეთა მიცემული 30 ერთეული B 787-9 Dreamliner-იდან სამი ჩაიბარა.

პირველმა "Dreamliner"-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელსაც ტერორისტების მიერ მოკლული ერენ ბულბულის ხსოვნის საპატივცემულოდ სახელი „მაჩკა“ უწოდეს, პირველი რეისი 8 ივლისს ტრაპიზონში, პირველი საერთაშორისო რეისი კი 17 ივლისს სტამბოლიდან ბალის დედაქალაქ დენპასარში შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის ავიახაზები , #Boeing 787-9 , #Dreamliner

მსგავსი ინფორმაციები