თურქეთის ახალი ტიპის ვერტმფრენი Gökbey

T625 ტიპის ვერტმფრენი მისიას Gökbey-ს სახელით შეასრულებს

1105688
თურქეთის ახალი ტიპის ვერტმფრენი Gökbey

თურქეთის საერთო დანიშნულების ვერტმფრენებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით შექმნილი T625 ტიპის ვერტმფრენი მისიას Gökbey-ს სახელით შეასრულებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსის კონგრესისა და კულტურის ცენტრში გამართულ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამიტზე განაცხადა, რომ T625 ტიპის თვითმფრინავს სახელად Gökbey უწოდეს.

უმაღლესი პერფორმანსისა და მისიის ფართო სპექტრის მეშვეობით ქვეყნის შიგნით მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ერთად ვერტმფრენის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც გეგმავენ.

სამხედრო და სამოქალაქო მომხმარებლების მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის შექმნილი ვერტმფრენით შესაძლებელი იქნება პილოტების გაწვრთნა, სამაშველო სამძებრო სამუშაოების ჩატარება, შიდა უსაფრთხოების, სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვა, სასწრაფო დახმარების მიზნით გამოყენება, VIP გადაყვანა, მეტყევეობის დარგში გამოყენება, ხანძართან ბრძოლა.

ძრავის პროტოტიპის ერთ წელიწადში ამუშავება იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #ვერტმფრენი , #Gökbey , #T625

მსგავსი ინფორმაციები