თურქეთმა ტვინების რეპატრიაციის გეგმა მოამზადა

თურქ და უცხოელ მკვლევარებს გაზრდილი სტიპენდიები მიეცემათ

1087685
თურქეთმა ტვინების რეპატრიაციის გეგმა მოამზადა

 

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს, TUBITAK-ის ფარგლებში დაჩქარდა ე.წ. ტვინის რეპატრიაციის პროგრამა და მისი ეგიდით თურქეთში დაბრუნებული მეცნიერ-მკვლევარები, ყველანაირი კვლევით სამუშაოებისთვის გადიდებულ ანაზღაურებას და სტიპენდიებს მიიღებენ.  

“სამშობლოში დაბრუნების კვლევითი სტიპენდიის პროგრამა“, ასე ჰქვია TUBITAK-ის ახალ პროექტს და იგი ითვალისწინებს როგორც თურქეთიდან მიგრაციაში წასული ტვინების დაბრუნებას, ასევე კვლევითი და სამეცნიერო სამუშაოების წახალისება-სტიმულირებას და ეს პროექტი საზოგადოებას მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გააცნო.

ამ პროგრამის მიხედვით მკვლევარები, პირველადი შემწეობის სახით სამეცნიერო კვლევის წარმოებისათვის 1 მილიონ თურქულ ლირას, ხოლო ყოველთვიურად კი 24 ათასი ლირის ოდენობის სტიპენდიებს მიიღებენ.

ეს პროგრამა მოიცავს როგორც უცხოეთში მოღვაწე თურქეთის მოქალაქეებს, ასევე თვით უცხოელ მკვლევარებსაც და ისინი შეთავაზებებს მიიღებენ 8 სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისთვის.

ამ უკანასკნელთათვის თავდაპირველი კვლევითი პაკეტის მოცულობა 500 ათასი ლირის ოდენობის იქნება, ხოლო გამოცდილი მკვლევარებისთვის კი 1 მილიონი ლირა.

მკვლევართა ყოველთვიური ცხოვრების ხარჯების უზრუნველსაყოფად ახალგაზრდებს სტიპენდიის სახით 20 ათასი ლირა, ხოლო გამოცდილ სპეციალისტებს 24 ათასი ლირა მიეცემათ, თანაც ეს თანხები თვით მკვლევარებს პირადად გადაეცემათ.

კვლევის მხარდაჭერა მოიცავს ასევე მკვლევარების მეუღლეებსა და შვილებსაც და მათ ყოველთვიური საარსებო ხარჯის სახით 2250 ლირა შემწეობა და ამასთან დაზღვევა და საგზაო დახმარებაც მიეცემათ.

გარდა ამისა, მკვლევარებს თურქეთში შეეძლებათ ყველა დაწესებულებაში საკუთარი გუნდის შექმნა და მათ გუნდში შესულ დოქტორანტურის სტუდენტებს, ყოველთვიურად   4500 ლირის ოდენობის სტიპენდია მიეცემათ



მსგავსი ინფორმაციები