ისრაელი პირველად იღებს მონაწილოებას ნატო-ს წვრთნებში

ისრაელი წვრთნების მეორე, უფრო პატარა მასშტაბის ნაწილში ჩაერთვება

985628
ისრაელი პირველად იღებს მონაწილოებას ნატო-ს წვრთნებში

ისრაელი, აშშ-ს ლიდერობით ნატოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ეს არის ისრაელის ნატო-ს ძალებთან ერთად ჩატარებული პირველი წვრთნები და ასევე რეგიონში ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო წვრთნა.

ისრაელი წვრთნების მეორე, უფრო პატარა მასშტაბის ნაწილში ჩაერთვება.

წვრთნებში მონაწილეობას ასევე იღებენ აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ლიეტუვა, ლატვია, ჰოლანდია, მაკედონია, პოლონეთი, ესპანეთი, რუმინეთი, ნორვეგია, ჩეხეთი და ნორვეგია.

აშშ-ს ევროპის არმიაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სამხედრო წვრთნების მიზანია ალიანსის აღმოსავლეთის ფრთის დაცვა და „ალიანსის წევრებს შორის ერთიანობისა და სოლიდარობის ხაზგასმა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „წვრთნები მიზნად არ ისახავს რუსეთის პროვოცირებას.“ 


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #ისრაელი , #სამხედრო წვრთნები

მსგავსი ინფორმაციები