თურქეთი პირველი F-35-ს შეძენისთვის ემზადება

თურქეთი პირველ ეტაპზე 30, ხოლო მთლიანობაში 100 F-35-ს შესყიდვას აპირებს

977065
თურქეთი პირველი F-35-ს შეძენისთვის ემზადება

თურქეთის მიერ აშშ-საგან შესასყიდი პირველი ამერიკული წარმოების F-35A-ს მოიერიშე თვითმფრინავის ახალი ვიდეო კადრები გავრცელდა. ვიდეო კადრები თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ გაავრცელა, რომელიც Lockheed Martin-ის ტეხასის საწარმოდან აფრენის დროს არის გადაღებული. თურქეთი პირველ ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ამერიკიდან 21 ივნისს ოფიციალური ცერემონიალით ჩაიბარებს. აღნიშნული თვითმფრინავი თურქეთის ცაზე ფრენებს  2019 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.  მანამდე  კი მისი პილოტები შესაბამის საგანმანათლებლო კურსებს გაივლიან.  თურქეთი პირველ ეტაპზე 30, ხოლო მთლიანობაში 100  F-35-ს შესყიდვას აპირებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #F-35 , #შეძენა , #აშშ , #Lockheed Martin

მსგავსი ინფორმაციები