ნატოს პასუხი ჩრდილოეთ კორეას

ნატოს პასუხი ჩრდილოეთ კორეას

807866
ნატოს პასუხი ჩრდილოეთ კორეას

ნატოს პასუხი ჩრდილოეთ კორეას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ (გუშინდელი) რაკეტის გამოცდით, გაერთიანებული ერების გადაწყვტილებები ისევ უგუნურად დაარღვია.

მისი თქმით, ფხენიანის მიერ გუშინ ჩატარებული სარაკეტო გამოცდა დიდი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას და დაამატა, რომ საჭიროა ჩრდილოეთ კორეას გლობალური პასუხი გასცენ.

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპ“-ის სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ფხენიანმა, სუნანის ახლოს მდებარე რეგიონიდან 06.57 საათზე გაურკვეველი რაკეტა გატყორცნა, რაკეტამ იაპონია გადაირა და ჩრდილოეთ წყნარ ოკეანემდე მიაღწია.

ჩრდილოეთ კორეამ 29 აგვისტოს  Hwasong-12 ტიპის საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გატყორცნა, რომელმაც იაპონიას გადაუარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.  


საკვანძო სიტყვები: #ჩრდილოეთ კორეა , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები