ნასამ პროექტ Apollo-ს ფოტოები გამოაქვეყნა
ნასამ პროექტ Apollo-ს ფოტოები გამოაქვეყნა
388538
ნასამ პროექტ Apollo-ს ფოტოები გამოაქვეყნა.
აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ პროექტ Apollo-ს ფარგლებში მთვარეზე გადაღებული და დღემდე გამოუქვეყნებელი 8 ათას 400-ზე მეტი ფოტო მაღალი გარჩევადობით Flickr-დან გაავრცელა.
Apollo-ს მთვარეზე მისიის მანძილზე 12-მა ასტრონავტმა მთვარეზე იარა, ცდები ჩაატარა და სპეციალურად დამზადებული Hasselblad-ის კამერებით ფოტოები გადაიღო.
ფოტოების მეშვეობით უკვე შესაძლებელია მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი მთვარეზე ნაფეხურების, კრატერების, აღმართული დროშების და ასტრონავტების უმცირეს დეტალებამდეც კი დათვალიერება.