სასწაულებრივი ვაქცინა ჩრდილოეთ კორეაში

სასწაულებრივი ვაქცინა ჩრდილოეთ კორეაში

314418
სასწაულებრივი ვაქცინა ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მერსის, ებოლას, სიმსივნისა და HIV ვირუსის საწინააღმდეგო სასწაულებრივი ვაქცინა შექმნეს.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნივთიერების სახელი, რომელიც ეფექტურია მერსის, ებოლას, HIV-ის, ტუბერკულოზის და სიმსივნის წინააღმდეგ, კუმდანგ-2-ია.

ნივთიერება ასევე ეფექტურია ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზის წინააღმდეგაც.

აღნიშნული ნივთიერება მცენარე ჟენშენთან ერთად, რომელიც განსაკუთრებით აზიაში ხარობს, იშვიათ ელემენტებსაც შეიცავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნივთიერება, რომელზედაც 1989 წლიდან მუშაობენ, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეფექტურია მავნე ვირუსების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის მეზობელი სამხრეთ კორეა, ამავდროულად მერსის ვირუსს ებრძვის. ვირუსი კორონას მიერ გამოწვეული გადამდები სასუნთქი გზების დაავადების გამო კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და მერსის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები