თურქეთში მწერების 54 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

თურქეთში მწერების 54 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

276317
თურქეთში მწერების 54 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტრომ მსოფლიოსათვის უცნობი მწერების 54 ახალი სახეობა აღმოაჩინა. ახალი სახეობები სამინისტროს ბაზაზე არსებულ ნაზიფე თუათაის სახელობის მცენარეთა დაცვის მუზეუმში გამოფინეს.

1961 წლიდან მოქმედ მუზეუმში მწერების 30 ათასზე მეტი სახობაა წარმოდგენილი. მუზეუმი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვების ყურადღებას იქცევს, უზრუნველყოფს, რომ პატარა სტუმრებმა ბუნება უფრო ახლოდან გაიცნონ.

ახალი სახეობების ჩათვლით თურქეთში არსებული მწერების ყველა სახეობის ნიმუშები „ნაზიფე თუათაის სახელობის მცენარეთა დაცვის მუზეუმის ნიმუშებისა და თურქეთის ფაუნას შემატებული ახალი ჩანაწერების“ სახელწოდების წიგნში იქნა თავმოყრილი და მკითხველისათვის შეთავაზებული.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები