თურქი ექიმების აღმოჩენა ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის
თურქი ექიმების აღმოჩენა ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის
თურქი ექიმების აღმოჩენა, ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა.
აშშ-ში თურქი ექიმების აღმოჩენამ ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებას შეიძლება ხელი შეუწყოს.
ბეილორის მედიცინის კოლეჯის ნეიროქირურგიის განყოფილების ასისტენტ დოცენტმა აქდეს სერინ ჰარმანჯიმ განაცხადა, რომ ტექსასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფთან ერთად, რომელშიც თურქი მეცნიერი არიფ ოზგუნიც მონაწილეობს, ერთად გააკეთეს აღმოჩენას, რომელსაც კიბოს მკურნალობაში სიმსივნური უჯრედების იდენტიფიცირება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა შეუძლია.
ჰარმანჯის თქმით, მათმა კვლევებმა ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნე „გლიომაზე“ შესაძლოა გავლენა იქონიოს როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობის, ასევე მკურნალობის ახალი მეთოდების აღმოჩენაზე, როგორიცაა „სიმსივნის პერსონალიზებული მედიცინა“.
ჰარმანმა განაცხადა:
„ჩვენს კვლევებში აღმოვაჩინეთ, თუ პაციენტს აქვს უჯრედების გავრცელება როგორც გლიური, ასევე ნეირონული თვისებებით, ამ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის პოტენციალი იზრდება. ეს აღმოჩენა, პაციენტებისა და ექიმებისთვის აუცილებელ და მნიშნველოვან პროგნოზს ატარებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ აღმოჩენას შეუძლია გლიომის ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტების გადარჩენის პროგნოზირება და გლიომის მკურნალობის ახალი მიზნების პოვნაში დახმარება“.
ჰარმანჯიმ ბოლოს ისიც დასძინა, რომ კვლევების შედეგად მათ შეძლეს პაციენტში მოლეკულური ცვლილებებზე თვალყურის დევნება და ამგვარად, მომავალში „სიმსივნის პერსონალიზებული მედიცინა“ შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს.