დიდი აფეთქება მზეზე

NASA-მ ბოლო აფეთქების კადრები გაავრცელა

262655
დიდი აფეთქება მზეზე

ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ NASA-მ მზეზე ბოლო აფეთქების კადრები გაავრცელა.

რამდენიმე დღიანი ძლიერი ქარიშხალის შემდეგ მომხდარი აფეთქების შემდეგ კომოსის მიმართულებით ცეცხლის ამოფრქვევა ჩანს.

გავარვარებული მასალა მაგნიტური ქარის გავლენით იფანტება.

აფეთქებასთან ერთად ამოძრავებული გიგანტური მზის ლაქა ჩანს, რომელიც დედამიწაზე რამდენიმე ათასჯერ დიდია.

მზეზე აფეთქების შემდეგ რადიაცია და ატომური ნაწილაკები საათში 4 მილიონი კილომეტრის სიჩქარით გავრცელდა კოსმოსში.

ატომურ ნაწილაკებს, რომლებიც დედამიწამდე 4 დღეში მოაღწევს, შეუძლიათ ატმოსფეროს გარშემო არსებულ მაგნიტურ ველზე გავლენა მოახდინოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები