კიბერ თავდასხმა აშშ-ს სარდლობის ანგარიშებზე

თავდასხმა ISIS მხარდამჭერებმა განახორციელეს

183130
კიბერ თავდასხმა აშშ-ს სარდლობის ანგარიშებზე



აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) კუთვნილ Twitter-ისა და YouTube-ს ანგარიშებზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

ჰაკერების განცხადებით ისინი ისლამური სახელწმიფოს ISIS მხარდამჭერები არიან.

ამ ჰაკერული თავდასხმის შემდეგ Twitter-მა დახურა CENTCOM-ის ანგარიში.

“კიბერ ჰალიფატის“ სახელწოდების გამომყენებელის მიერ CENTCOM-ში გავრცელებულ მესიჯში წერია: “კიბერ ხალიფატი თქვენს შორისაა, თქვენი კომპიუტერის შიგნითაა, ყველა სამხედრო ბაზაში ვართ“.

როგორც ცნობილია სწორედ CENTCOM-ი უწევს კოორდინაციას კოალიციის საჰაერო თავდასხმებს სირიასა და ერაყში. ვაშინგტონმა დაიწყო ამ კიბერ თავდასხმის ძიება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები