რუსეთმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რაკეტამ სამიზნე წარმატებით გაანადგურა

120901
რუსეთმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა



როგორც განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, მათ ახალი მრავალ ქობინებიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადეს.

“ბულავას სახელწოდების რაკეტა თეთრ ზღვაში მცურავი წყალქვეშა ბირთვულ გემ ვლადიმირ მონომახიდან გავტყორცნეთ და მან კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე პოლიგონის სამიზნე წარმატებით გაანადგურა. ჩვენ ეს გამოცდა მოვაწყვეთ წყალქვეშა საბრძოლო სისტემების კონტროლის პროგრამის ფარგლებში“, განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთმა 2013 წლის 6 სექტემბერს ალექსანდრე ნევსკის სახელობის წყალქვეშა გემიდან 19 ასეთი რაკეტა გატყორცნა, მაგრამ, ყველა ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები