ებოლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც გავრცელდა

104274
ებოლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც გავრცელდა

კონგოს დემოკრატიული სახელმწიფო აფრიკაში მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც ებოლას ვირუსი გავრცელდა. 

ოფიციალური მონაცემებით 2, პრესის მიხედვით კი 13, მათ შორის 5 მედპერსონალი, ებოლასგან დაიღუპა.

კონგომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დაეხმაროს ვირუსთან ბრძოლაში.

უფლებამოსილთა განცხადებით, ქვეყნის შორეულ რეგიონეში დაფიქსირებულ ვირუსთან საბრძოლველად წყალიც კი არ არის და განაცხადა, რომ ინფრასტურქტურისა და მასალების უკმარისობის გამო ვირუსთან ბრძოლა ვერ ხერხდება.

ლიბერიაში იმ რეგიონებს, სადაც 624 ადამიანი დაიღუპა და კარატინია გამოცხადებული, ოკეანის ტალღებმა შეუტიეს. 

ამ რეგიონებში ბარაკებში მცხოვრები ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

სახელმწიფოს მეთაურმა ელენ ჯონსონ სირლეფმა ებოლას საფრთხის მიუხედავად კარანტინში მოქცეული უბანი მოინახულა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები