მჯო ებოლას ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

95799
მჯო ებოლას ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო საერთაშორისო მიმოსვლასა და ვაჭრობაში რაიმე სახის აკრძალვის რეკომენდაცია არ გაუციათ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ებოლას ვირუსით თვითმფრინავით მოგზაურობის დროს დაავადების ალბათობა „ძალიან დაბალია“.

განცხადების მიხედვით, ვირუსი წყლიდან და ჰაერიდან არ გადადის, იგი ავადმყოფის სხეულის სითხეებით ვრცელდება, ეპიდემიის გავრცელების ქვეყნებში მოგზაურმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებისაგან და ხელის დაბანის მსგავსი ჰიგიენის წესები უნდა დაიცვან.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ავადმყოფისაგან ვირუსის გადადება მხოლოდ ვირუსის ნიშნების გამომჟღავნების დაწყების დროსაა შესაძლებელი და პირველი სიმპტომები ტემპერატურა, სისუსტე, კუნთების, თავისა და ყელის ტკივილია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები