"როსეტტა" კომეტას მიუახლოვდა

იგი კომეტაზე მოდულს დასვამს

82459
"როსეტტა" კომეტას მიუახლოვდა



ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხრიდან 10 წლის წინ ორბიტაზე გატყორცნილმა თანამგზავრმა “როსეტტამ“ ამ ხნის განმავლობაში სულ მთლიანობაში 6 მილიარდი კმ სიგრძის მანძილი დაფარა და მიუახლოვდა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს სახელწოდების კომეტას, რომლის ფოტოსურათები დედამიწას გამოუგზავნა.

“როსეტტა“ პირველ ეტაპზე 100 კმ-ით დაუახლოვდება კომეტას და საათში 55 ათასი კმ-ის სიჩქარით გაუწევს რა მას თანამგზავრობას, ასე განახორციელებს კვლევებს და დაკვირვებებს, რომლებსაც გერმანიაში მოქმედ ცენტრს გადმოუგზავნის.

სპეციალისტების აზრით კოსმოსური ხომალდი რამდენიმე თვეში ისე დაუახლოვდება კომეტას, რომ მის ზედაპირზე სპეციალურ აპარატს, მოდულს დასვამს და ისიც პირველ სინჯებს გაუკეთებს ამ კომეტას და შედეგებს დედამიწას გამოუგზავნის


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები