„კუთხე-კუნჭული“ 28/2020

ძმარი

1459675
„კუთხე-კუნჭული“ 28/2020

„კუთხე-კუნჭული“ 28/2020

ძმარი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

კაცობრიობა დიდი ხანია იცნობს მარტივი შემადგენლობის, თუმცა სამზარეულოში შეუცვლელი ადგილის მქონე ინგრედიენტს - ძმარს. ძმრის ღვინისაგან მიღების რეცეპტი მარტივია, საკმარისია ღვინით სავსე ჭურჭელი რამენიმე დღის განმავლობაში თავახდილი დავტოვოთ, რომ მისი დამჟავებით არომატულ ძმარს მივიღებთ. ბევრი სახეობის ძმარი არსებობს ყურძნის, ვაშლის, ბროწეულის, ბრინჯის, კენკრის. ყველაზე ძვირადღირებული მაინც  რომაელების მიერ შექმნილი ძმრის ბალზამი იგივე ბალზამიკოა. მისი მიღების პროცესი ძმრისაგან განსხვავდება, მის გამორჩეულად არომატულ გემოს კი მუხის კასრებში დაყოვნების პროცესი განაპირობებს. იტალიური სამზარეულოს დესერტების, სალათებისა და ზღვის პროდუქტების კერძები სწორედ ბალზამიკოს მოხმარების შედეგად იძენს უნიკალურობას.

ისევე როგორც ხმელთაშუაზღვის გასტრონომია ბალზამიკოს გარეშე წარმოუდგენელია, ასევეა ქართული სამზარეულოც, რომელშიც ძმარი თითქმის წამყვან როლს თამაობს. ნიგვზიანი კერძებით განთქმული ქართული კერძები ბუნებრივად მოითხოვს მჟავიანობის დამატებას, რასაც ღვინის ძმარი სრულყოფილად ანაზღაურებს. გარდა ამისა, საქართველოში ძმარს სამკურნალოდაც იყენებენ. ძველი მეთოდის მიხედვით მაღალი სიცხის შემთხვევაში ავადმყოფს ძმარში ამოვლებულ წინდებს აცმევენ, რაც სხეულიდან სიცხის გადევნას ეხმარება. ის ასევე ნერვული სისტემისა და სისხლანაკლებობის დარეგულირებას უწყობს ხელს.

თითქმის 200 წელიწადია, რაც ძმარს წონაში კლების საშუალებადაც იცნობენ. ძმარი სხეულში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ამიტომ საკვების მონელებას აადვილებს, ცხიმების დაწვაშიც აქტიურად მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით იაპონელმა მეცნიერებმა ასეთი ცდაც კი ჩაატარეს: სამი თვის განმავლობაში ადამიანთა სამი ჯგუფი გამოყვეს: პირველი ჯგუფი დღეში ორ სუფრის კოვზ ძმარს იღებდა, მეორე  ერთ სუფრის კოვზს, მესამე ჯგუფი კი ძმარს საერთოდ არ მოიხმარდა. ის ჯგუფი ვინც ყველაზე მეტ ძმარს იყენებდა, მისი ნაკლებად მომხმარებლების ან მათთან შედარებით ვინც საერთოდ არ მიირთმევდა, საკმაოდ დიდი განსხვავება გამოიკვეთა, ძმრის მომხმარებლების ორგანიზმში ცხიმის ნაკლებობა და წონაში კლება შეინიშნა.

1999 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვიათაც ქალებში, რომლებიც სალათებში ძმარსა და ზეთისხილის ზეთს იყენებდნენ, მათთან შედარებით ვინც ლიმონსა და ზეთისხილის ზეთს მოიხმარდნენ გულის დაავადებები ნაკლებად შეინიშნებოდა. ასევე აღმოაჩინეს, რომ ძმარი სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს.

ადამიანის ძველი მეგობარი ძმარი, დიაბეტის წარმოშობასაც უშლის ხელს. მას სისხლში შაქრის გაწონასწორებაც შეუძლია. თუმცა საკვირველი ისაა, რომ ძმარს კუჭის დაავადებების სამკურნალოდაც იყენებენ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძმრის მჟავიანობა გასტრიტის ან წყლულის შემთხვევაში გამოწვეულ მჟავიანობას ანეიტრალებს.

ცნობილია, რომ ძმარს ომებში იარების დასამუშავებლადაც იყენებდნენ. ის ვარიკოზული ვენების სამკურნალოდაც მოიხმარება. ამ დაავადებით შეპყრობილ ადამიანს შეუძლია ფეხები ძმრით დასველებული ნაჭრით შეიხვიოს და მაღლა ასწიოს, ერთი თვის განმავლობაში ეს მეთოდი დადებით შედეგს გამოიღებს.

და ბოლოს, თუკი წონაში კლება ჯანმრთელი გზით გვსურს, ამ უძველეს ინგრედიენტს უნდა მივმართოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მიღება რაიმე სხვა პროდუქტთან ან კერძთან ერთადაა რეკომენდირებული.

 


საკვანძო სიტყვები: #ძმარი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები