ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა

ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა

2188852
ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს  ემთხვევა

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის (1853-1890) ნახატის "ვარსკვლავური ღამე" ფუნჯის შტრიხებს, ცხოვრებაში არსებულ ფიზიკურ მოძრაობებსა და ატმოსფერულ დინამიკას შორის მსგავსება დაადგინეს.

მრავალ ჩინურ და ფრანგულ უნივერსიტეტთან და ორგანიზაციასთან, როგორიცაა შიამის უნივერსიტეტი და ლილის უნივერსიტეტი, პარტნიორობით ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ვან გოგის ნახატი ფიზიკურ კაკონებს წარმატებით იმეორებს.

მკვლევარებმა, რომლებმაც ნახატზე არსებული 14 სპირალური სტრუქტურა შეისწავლეს, განაცხადეს, რომ „ვარსკვლავური ღამე”-ს ფუნჯის შტრიხები კოლმოგოროვის ტურბულენტობის თეორიასა ემთხვევა და ფუნჯის შტრიხების ადგილები და სიკაშკაშის თანაფარდობა ტურბულენტურ მოძრაობებს გამოსახავს.

მკვლევარების თქმით, ნახატზე არსებული ფუნჯის შტრიხები ფორმის, ენერგიისა და ზომის მიხედვით ატმოსფერულ მახასიათებლებს ბაძავს, რაც ჩვეულებრივი თვალით შეუმჩნეველია.

მკვლევარების თქმით, ნახატი Batchelor-ის სკალას შეესაბამება და ასევე ნახატზე არსებული სიკაშკაშის კოეფიციენტებიც პირდაპირპროპორციულია ამ მასშტაბის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის შიდი ჰუანგის შეფასებით, ვინსენტ ვან გოგის ნახატში ასახული ტურბულენტობის „ზუსტად” გადმოცემა, შესაძლოა მხატვრის ღრუბლებისა და ატმოსფეროს შესწავლით იყოს განპირობებული.

კვლევა „AIP Publishing"ის ჟურნალში "Physics of Fluids"  გამოქვეყნდა.


საკვანძო სიტყვები: #ვან გოგი

მსგავსი ინფორმაციები