მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა

2187855
მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა

ინგლისში, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა.

ინგლისური გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისის ნორფოლკის რეგიონში მცხოვრებმა კატის მეპატრონემ ლილა ბრისეთმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მან კატა როუზი 1990-იან წლებში შეიფარა და 33 წლის ასაკში კი გარდაეცვალა.  ამ კატის ასაკი ადამიანის წლოვანებასთან შეფარდებით 152 წელი გამოდის.

არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატის როუზის მეპატრონეს ბრისეთს, კატისთვის ამ სტატუსის მინიჭებისთვის გინესის რეკორდებისთვის არ მიუმართავს.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით კი ინგლისში მცხოვრები 28 წლის ფლოსი მსოფლიოს ყველაზე მოხუცი კატის სტატუსის მფლობელია.

გინესის რეკორდების წიგნში შესულმა, მსოფლიოში ყველაზე მოხუცმა კატა ქრიმ პუფიმ კი 38 წელი იცოცხლა.


საკვანძო სიტყვები: #ყველაზე ხნიერი კატა

მსგავსი ინფორმაციები