„ტიტანიკი“-ს ნამსხვრევებს ბრიტანეთი და აშშ დაიცავს

„ტიტანიკი“-ს ნამსხვრევებს ბრიტანეთი და აშშ დაიცავს

1345388
„ტიტანიკი“-ს ნამსხვრევებს ბრიტანეთი და აშშ დაიცავს

გემი „ტიტანიკი“-ს ნამსხვრევები, რომელიც 1912 წელს აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა, ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით იქნა დაცული.

ინგლისის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მიერ 2003 წელში ხელმოწერილი ხელშეკრულება ძალაში შევიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ 2019 წლის ბოლოს დამტკიცების შემდეგ.

ხელშეკრულება ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობებს, ნამსხვრევებში შესვლის ან მასში არსებული ობიექტების გამოტანის უფლებებზე დათანხმების ან უარყოფის უფლებამოსილებას აძლევს.

ინგლისის ზღვაოსნობის მინისტრმა ნუსრათ განიმ განაცხადა: „ნამსხვრევების დასაცავად ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ნიშნავს, რომ 1500 მეტი ადამიანის სამუდამო განსასვენებელს სიფრთხილით და პატივისცემით მოეპყრობიან.“

განის თქმით, ბრიტანეთი ნამსხვრევების უფრო მეტად დასაცავად სხვა ჩრდილოეთ ატლანტიკურ სახელმწიფოებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ტიტანიკი 1912 წელს ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში პირველი რეისის შესრულების დროს აისბერგს შეეეჯახა.

უბედური შემთხვევის შედეგად 1514 ადამიანი დაიღუპა, გემის ნამსხვრევები 1985 წელს საერთაშორისო წყლებში აღმოაჩინეს, მაგრამ დაცვის ქვეშ არ იქნა აყვანილი.


საკვანძო სიტყვები: #ბრიტანეთი , #აშშ , #ტიტანიკი , #გემი

მსგავსი ინფორმაციები