თურქული სამზარეულო 49/2019

“ეზო გელინის ჩორბა“

1325697
თურქული სამზარეულო 49/2019

“ეზო გელინის ჩორბა“

ჩორბას ანუ წვნიანს თურქულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. განსხვავებულ კულტურებში ჩორბას ძირითადად სადილზე ან ვახშამზე, თურქულ სამზარეულოში კი მას მსურველები დილითაც მიირთმევენ. საუზმეზე ჩორბით დღის დაწყება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით სოფლად. დღეს ჩვენ მოგაწვდით ჩორბის რეცეპტს, რომელიც თურქული სამზარეულოსთვისა არის დამახასიათებელი და ანატოლიის სურნელი ასდის. მისი სახელია “ეზო გელინის ჩორბა“. გადმოცემის მიხედვით ამ ჩორბის სახელი მოდის ქალის სახელიდან „ეზო გელინი“ რომელიც თურმე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გაზიანთეფში ცხოვრებდა. ამ წვნიანის მთავარი ინგრედიენტი წითელი ოსპია. 

„ეზო გელინის ჩორბის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1½ წყლის ჭიქა წითელი ოსპი

       3 სუფრის კოვზი ბრინჯი

2 სუფრის სუფრის კოვზი ბურღული

1 ცალი ხახვი

½ სუფრის კოვზი ტომატის პასტა

1 სუფრის კოვზი კარაქი

6 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა

1 ჩაის კოვზი მარილი

სერვისისთვის:

½ ლიმონის წვენი

1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად ოსპი კარგად გარეცხეთ. წყალი მოზრდილ ქვაბში აადუღეთ. გარეცხილი და გაწურული ოსპი ქვაბში გადაიტანეთ. 3 სუფრის კოვზი ბრინჯი, 2 სუფრის კოვზი ბურღული და 1 ჩაის კოვზი მარილი დაამატეთ. დაახლოებით 35 წუთი ხარშეთ მანამ, სანამ წითელი ოსპი არ მოიხარშება. ცალკე ტაფაზე 1 სუფრის კოვზი კარაქი გაადნეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი დაამატეთ და მოთუშეთ. შემდეგ 1 ჩაის კოვზი ტომატის პასტა, 1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა დაამატეთ. ყველაფერი ორი 2 წუთი მოთუშეთ. გაზქურა გამორთეთ და ეს სოუსი მოხარშულ ოსპს ჩაამატეთ. ჩორბას თან ურიეთ და თან 10 წუთი კიდევ ადუღეთ. შემდეგ ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა ჩაამატეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები