თურქული სამზარეულო 37/2019

"მეცხვარის სალათა"

1271056
თურქული სამზარეულო 37/2019

"მეცხვარის სალათა"

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კერძებთან ერთად სალათებსაც ამზადებენ და მისი ინგრედიენტები თითქმის ყველგან განსხავებულია. თურქულ სამზარეულოში სალათის ბევრი სახეობა არსებობს. მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი „ჩობან სალათასი“ ანუ მეცხვარის სალათაა. მისი მომზადება რამდენადაც ადვილია ისე გემრიელიცაა. 

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

4 ცალი საშუალო ზომის პომიდორი

3 ცალი საშუალო ზომის მწვანე წიწაკა

2 ცალი საშუალო ზომის კიტრი

1 ცალი დიდი ზომი ხახვი

¼ კონა ოხრახუში

5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

4 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი

½ ჩაის კოვზი მარილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად პომიდორს კანი გააცალეთ და ერთი სანტიმეტრის კუბიკებად დაჭერით. კიტრიც გათალეთ და პომიდვრის მსგავსად დაჭერით. წიწაკა შუაზე გაჭერით, კურკები ამოაცალეთ და წვრილად დაჭერით.  ხახვი ორად გაჭერით და ნახევარმთვარის ფორმის მსგავსად დაჭერით. ოხრახუშიც წვრილად დაჭერით. ხახვის გარდა ყველა დაჭრილი ინგრედიენტი სალათის თასში ერთმანეთში კარგად აურიეთ და სერვისის თეფშზე გადაიტანეთ. მოაყარეთ დაჭრილი ხახვი. სალათის სოუსისთვის ზეითუნის ზეთი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენი და მარილი ერთმანეთში აურიეთ და სალათას მოასახით. სოუსით მომზადებული სალათი სუფრაზე მომზადებისთანავე მიიტანეთ. შეგერგოთ!


საკვანძო სიტყვები: #სალათა , #თურქული სამზარეულო

მსგავსი ინფორმაციები