თურქეთი ქვეყნიდან გატაცებული ისტორიული ნივთების დაბრუნებას გეგმავს

კომისია მომდევნო კვირაში საფრანგეთსა და ინგლისში გაემგზავრება

907440
თურქეთი ქვეყნიდან გატაცებული ისტორიული ნივთების დაბრუნებას გეგმავს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის კულტურული ფასეულობების კვლევის კომისიის წევრები თურქეთიდან გატაცებული ისტორიული ნივთების დაბრუნების საკითხზე მოსალაპარაკებლად მომდევნო კვირაში საფრანგეთსა და ინგლისში გაემგზავრებიან.

მეჯლისის კულტურული ფასეულობების კვლევის კომისიის თავმჯდომარის, მუსტაფა ისენის განცხადებით, ქვეყნის გარეთ ბევრი ფასდაუდებელი ნივთია გატაცებული და მათი დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ისენმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ, რომელმაც მუშაობა 16 ნოემბერს დაიწყო, ქვეყნის შიგნით სათანადო ორგანოებთან შეხვედრების ჩატარების შემდეგ, საზღვარგარეთ ვიზიტები დაიწყო და გასულ კვირაში გერმანისა და დანიაში იმყოფებდნენ.

კომისია მუშაობის დასრულებას მაისში გეგმავს. 



მსგავსი ინფორმაციები