ამერიკა თურქეთის გვერდით დგას

“ამის დასტურია ჯო ბაიდენის დღევანდელი ვიზიტი ანკარაში“

557499
ამერიკა თურქეთის გვერდით დგას

თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს თურქეთის დემოკრატიული მთავრობისადმი მძლავრ მხარდაჭერას და ამის ნათელი გამოხატულება იქნება ასევე ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დღევანდელი ვიზიტი ანკარაში.

“ჩვენ პუტჩის დღესვე დავგმეთ სამხედრო ამბოხის მცდელობა და ოფიციალური ანკარის გვერდით დავდექით. გარდა ამისა ჩვენ დიდი მადლიერები ვართ თურქეთისა DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში აქტიურობის მიმართაც“, აღნიშნა ერნესტმა და დაამატა, რომ ანკარის მხრიდან ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მიერ 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო ამბოხის მცდელობის ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხზე მოწოდებულ საქმეს დეტალურად სწავლობენ.

მანვე მხარი დაუჭირა თურქეთის მხრიდან სირიაში DEAŞ-ის და ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD-ს ობიექტების დაბომბვას, რადგან, თურქეთის ტერიტორიების დაბომბვის სახით მათგან დიდი საფრთხე მოდის.

თეთრი სახლის წარმომადგენელი რუსეთის მხრიდან ესადის რეჟიმისადმი სამხედრო დახმარებასაც შეეხო და თქვა, რომ ამით სირიაში ქაოსი კიდევ უფრო ღრმავდება, რის გამოც მოსკოვს სირიული სტრატეგიის შეცვლისაკენ მოუწოდა.

ამ დროს ცნობილი გახდა ჯო ბაიდენის ვიზიტის ანკარული პროგრამა. იგი ჯერ პარლამენტს ეწვევა და დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ექნება პარლამენტის თავჯდომარე ისმაილ კაჰრამანთან, შემდეგ კი 15 ივლისს დაბომბილ ადგილებს მოინახულებს. შემდეგი შეხვედრა ბაიდენს ჩაქაიას რეზიდენციაში პრემიერ ილდირიმთან ექნება და ბოლოს მას ახალ საპრეზიდენტო სასახლეში ერდოღანი მიიღებს.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი თურქეთს დღეს საღამოს დასტოვებს  



მსგავსი ინფორმაციები