ჩკთრ-ის პრემიერი ანკარაშია

მან ილდირიმთან ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართა

537987
ჩკთრ-ის პრემიერი ანკარაშია

ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ჰუსეინ ოზგურგუნს და მის თანმხლებ დელეგაციას ჩანკაიას რეზიდენციაში მიღება მოუწყო თურქმა კოლეგამ ბინალი ილდირიმმა და ჯერ პრემიერთა პირისპირი შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი დელეგაციათა შორისო შეხვედრაც შესდგა, რომლის დროსაც ძირითადად ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს  მხრიდან 15 ივლისს განხორციელებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობას დაუთმეს ყურადღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და ილდირიმის განცხადებით თურქმა ხალხმა 15 ივლისს ნამდვილი გმირობა გამოიჩინა, მან პრეზიდენტი და დემოკრატია დაიცვა და რამდენიმე საათში ჩაახშო სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

სტუმარი პრემიერის თქმით კი პუტჩის მეორე დღესვე  FETÖ/PDY ტერ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს, ხოლო ამის პარალელურად მათ ქვეყანაში გაქცეულ ფეტოელებს ანკარას დაუბრუნებენ.



მსგავსი ინფორმაციები