ევროვიზია 2015-ის გამარჯვებული შვეცია გახდა

მენს ზემერლოვმა 365 ქულით პირველი ადგილი დაიკავა

286563
ევროვიზია 2015-ის გამარჯვებული შვეცია გახდა


გუშინ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში რიგით მე-60 ევროვიზიის სიმღერების კონკურსის ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის წარმომადგენელმა.

კონკურსის გამარჯვებული გახდა 28 წლის შვეციელი მენს ზემერლოვი, რომელმაც შეასრულა სიმღერა სახელწოდებით "Heroes".

მეორე ადგილზე 303 ქულით რუსი მომღერალი პოლინა გაგარინა, ხოლო მესამეზე კი იტალიელი ტუ ვოლო გავიდა.

თურქეთი 2012 წლიდან მოყოლებული პროტესტის ნიშნად არ აგზავნის თავის წარმომადგენელს ევროვიზიის კონკურსზე, რადგან ანკარა ითხოვს ქულის მიცემის სისტემის შეცვლას.

ისე კი თურქეთის წარმომადგენელმა სერთებ ერენერმა გაიმარჯვა 2003 წლის კონკურსში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები