თურქული ყავის 500 წლიანი ისტორია თოფქაფის სასახლეში

თოფქაფის სასახლეში გამოფენა „თურქული ყავის 500 წლიანი ისტორია“ გაიხსნა

221698
თურქული ყავის 500 წლიანი ისტორია თოფქაფის სასახლეში

თოფქაფის სასახლის მუზეუმის მესვეურებმა და თურქული ყავის კულტურისა და კვლევის ასოციაციამ „ყავის 500 წლიანი ისტორიის“ გამოფენის მოწყობის მიზნით ყავისა და ყავის კულტურის ამსახველი ნივთები შეკრიბეს.

გამოფენა „თურქული ყავის 500 წლიანი ისტორია“ თოფქაფის სასახლის მუზეუმში კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიქმა გახსნა.

გამოფენაზე, რომელზედაც დაახლოებით 800 ნივთია წარმოდგენილი, დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ ყავის მცენარის ბოტანიკურ თვისებებს, მსოფლიოში გავრცელებისა ისტორიას, მოხარშვის მეთოდებს, ოსმალეთში სულთან სულეიმანის პერიოდში გავრცელებული ყავის მიერ შექმნილ სოციალურ ატმოსფეროს, გამასპინძლების კულტურას, 16-საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე დათარიღებულ ნივთებს.

მინისტრმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ 2013 წელში თურქული ყავის კულტურა და ტრადიცია UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა უზრუნველყო.

UNESCO-ს თურქეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ოჯალ ოღუზმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან თურქული ყავა არა მხოლოდ თურქების, არამედ მთელი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა.

გამოფენის „თურქული ყავის 500 წლიანი ისტორია“ დათვალიერება მნახველებს 15 ივნისამდე შეეძლებათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები