„დროის კაფსულა" ნიუ-იორკში გახსნეს

მომავალში გასახსნელად 100 წლის წინ დალუქული კაფსულა აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გახსნეს

152119
„დროის კაფსულა" ნიუ-იორკში გახსნეს


მომავალში გასახსნელად 100 წლის წინ დალუქული კაფსულა, რომელშიც წერილები და კომერციული დოკუმენტებია შენახული, აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გახსნეს.

1914 წელში მომზადებულ „დროის კაფსულას“ 26 ხრახნი ნიუ-იორკის ისტორიის მუზეუმში გამართულ ცერემონიაზე მოხსნეს.

1974 წელში გასახსნელად შენახული კაფსულა დაიკარგა და იგი 90-იან წლებში მანჰეტენის უბან ჩელსაში ერთ-ერთ საწყობში კურატორმა აღმოაჩინა. იმ დროის ისტორიკოსებმა კაფსულის 2014 წელში გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ვოლ სტრიტის საქმოსნების მიერ მომზადებულ კაფსულაში 26 წერილი, სხვადასხვა კომერციული დოკუმენტები, მედალიონები, წიგნები, 1914 წლის 23 მაისით დათარიღებული ნიუ-იორკის გუბერნატორის მარტინ გლინის ტელეგრაფი და ამავე წლის გაზეთ ნიუ იორკ ტაიმსის ერთი ნომერი იყო შენახული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიცეუმის მოსწავლეების მიერ მომზადებული იქნა ასეთივე დროის კაფსულა, რომელიც 2114 წელში გაიხსნება და მასში მოთავსებულია სხვადასხვა წერილები, დოკუმენტები, დღეს არსებული კერძო ნივთები და ასევე ლეიდი გაგას ერთ-ერთი კონცერტის ბილეთი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები