"Türkçevizyon"-ის სიმღერების კონკურსი 10 სექტემბერს იწყება

მას კვლავ დენიზლი უმასპინძლებს

115132
"Türkçevizyon"-ის სიმღერების კონკურსი 10 სექტემბერს იწყება



10 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება თურქეთის ქალაქ დენიზლიში თურქული სიმღერების მე-5 ფესტივალი “Türkçevizyon“-ი, რომელშიც სულ 22 ქვეყნის ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას და ეს სამ დღიანი ფესტივალი პირდაპირ იქნება ტრასნლირებული მსოფლიოს 8 ქვეყანაში TRT Müzik და TRT Avaz-ის არხებით.

მასპინძელ თურქეთს ამ ფესტივალზე თანამედროვე ესტრადის ვარსკვლავი რაფეტ ელ რომანი წარადგენს.

ამ დროს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის TRT-ს გენერალურმა მდივანმა იბრაჰიმ შაჰინმა განაცხადა, რომ თურქეთი გასული წლების მსგავსად 2015 წელში დაგეგმილ ევროვიზიის სიმღერების კონკურსში კვლავ არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ხსენებული ფესტივალის ორგანიზატორებმა ჯერაც არ შესცვალეს სიმღერების შეფასების სისტემა, რასაც რამდენიმე წელია რაც აპროტესტებს ანკარა და ამიტომ არ გზავნის თავის წარმომადგენელს ევროვიზიის სიმღერების კონკურსზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები