დმიტრო კულება ნატოს მოუწოდებს

დმიტრო კულება ნატოს მოუწოდებს

1808741
დმიტრო კულება ნატოს მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოუწოდებს ნატოს მოკავშირეებს მიაწოდონ მის ქვეყანას მეტი იარაღი, რათა ომი დარჩეს უკრაინის მიწაზე და არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში.

კულებამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

„რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ისინი უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, - მოუწოდა კულებამ მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ შეტევითი იარაღისა და თავდაცვითი იარაღის გაგზავნას შორის განსხვავება ადგილზე ვითარების თვალსაზრისით უაზროა.

დმიტრო კულებამ ასევე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ერთი კვირის წინ სანქციების რეკომენდაციები გაცილებით სუსტი იყო. ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვიყავით ამით. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ნავთობისა და გაზის ემბარგოს დაწესების მოთხოვნას“.

უკრაინელმა დიპლომატმა კითხვაზე, თუ რა სახის იარაღი სურდა მის ქვეყანას, ასე უპასუხა: „თვითმფრინავები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, პერსონალი, ჯავშანტექნიკა და მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები“.

მეორეს მხრივ, პრესკონფერენციის დროს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, უკრაინაზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი და მძიმე იარაღის და მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერას განვიხილავთ. უკრაინას საკუთარი ქვეყნის დასაცავად იარაღი სჭირდება. მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილული.“



მსგავსი ინფორმაციები