თრტ–ს ისტორია

ქრონოლოგია

  • 1964 წლის 1 მაისი
    ნომერ 359 კანონის ძალაში შესვლით შეიქმნა ტრტ და რადიო არხები გადაეცა ტრტ-ს ადმინისტრაციას.
  • 1968 წლის 31 იანვარი

    ანკარის ტელევიზია ტრტ-მ დაიწყო საცდელი მაუწყებლობა
  • 1974 წლის 9 სექტემბერი
    თურქეთის რადიოებმა ტრტ-1 ის არხზე დაიწყეს 24 საათიანი მაუწყებლობა.
  • 1979 წლის 17 აპრილი

    ტრტ-მ პირველად მოაწყო „23 აპრილის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი„ და 27 ევროპულ არხზე ცოცხალ ეთერში გადასცა.
  • 1986 წლის 6 ოქტომბერი

    დაიწყო მაუწყებლობა ტელეარხმა ტრტ-2 –მა.
  • 1989 წლის 2 ოქტომბერი

    დაიწყო მაუწყებლობა ტელეარხმა ტრტ-3-მა და ტრტ-გაპ-მა.
  • 1990 წლის 28 თებერვალი

    პირველმა საერთაშორისო არხმა ტრტ-ინტ-მა დაიწყო მაუწყებლობა ევროპაში.
  • 1990 წლის 30 ივლისი

    საგანმანათლებლო ტელეარხმა ტრტ-4 - მა მაუწყებლობა დაიწყო იზმირიდან.
  • 1990 წლის 3 დეკემბერი
    ტრტ–მ დაიწყო „ტელეგუნის„ სახელწოდებით საცდელი ტელეტექსტის მომსახურების შეთავაზება.
  • 1992 წლის 27 აპრილი
    ტელეარხმა ტრტ ევრაზიამ დაიწყო მაუწყებლობა თურქულენოვანი რესპუბლიკებისათვის.
  • 1998 წლის 14 ნოემბერი
    ბერლინში გაიხსნა ტრტ-ს პირველი ოფიციალური ბიურო.
  • 1999 წლის 5 იანვარი
    შეიქმნა ციფრული გადაცემების ტექნოლოგიების ცენტრი.
  • 1999 წლის 1 მაისი

    გაიხსნა ტრტ-ს ინტერნეტ ვებგვერდი.
  • 1999 წლის 15 ივლისი
    ავსტრალიაში დაიწყო ტრტ FM –ისა და რადიო „თურქეთის ხმის„ მაუწყებლობა.
  • 1999 წლის 25 ივლისი
    ტრტ-ინტ–ის ტრანსლირება დაიწყო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
  • 1999 წლის 20 სექტემბერი
    თურქმენისტანში გაიხსნა ტრტ–ს აშხაბადის ბიურო
  • 1999 წლის 6 დეკემბერი

    მაუწყებლობა დაიწყო რადიო-4–მა
  • 2000 წლის 7 ივნისი
    ტრტ-ინტ–ის, რადიო „თურქეთის ხმის„ და ტრტ FM –ის (რადიო 2) მაუწყებლობა დაიწყო ამერიკასა და კანადაში.
  • 2001 წლის 31 იანვარი

    ტრტ–ს სატელევიზიო არხები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ განახლებული ლოგოებითა და ორგანიზაციული მაუწყებლობის სისტემით.
  • 2001 წლის 2 ივნისი
    აზერბაიჯანში გაიხსნა ტრტ–ს ბაქოს ბიურო.
  • 2001 წლის 16 ივნისი
    ეგვიპტეში გაიხსნა ტრტ–ს კაიროს ბიურო.
  • 2002 წლის 1 ივნისი
    ტრტ-მ ცოცხალ ეთერში გადასცა სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიერ ერთობლივად ორგანიზებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელზედაც თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
  • 2002 წლის 25 ივნისი
    ბელგიაში გიხსნა ტრტ–ს ბრიუსელის რიგით მეხუთე ბიურო.
  • 2002 წლის 2 ივლისი

    ტრტ-ს ტურისტულმა რადიომ ანტალიის ლარას სტუდიებიდან დაიწყო 24 საათიანი მაუწყებლობა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე.
  • 2002 წლის 8 აგვისტო
    ამერიკაში გიხსნა ტრტ–ს ვაშინგტონის რიგით მე-6 ბიურო.
  • 2003 წლის 24 მაისი
    ტრტ-მ სერთაბ ერენერის მიერ შესრულებული სიმღერით “Every Way That I Can" გაიმარჯვა ევროვიზიის 48-ე სიმღერის კონკურსზე.
  • 2004 წლის 20 იანვარი
    თურქსატ 1C თანამგზავრიდან დაიწყო ტრტ-1, ტრტ-2, ტრტ-3, ტრტ-4, ტრტ-ინტ- ის და ყველა რადიო გადაცემისგან შემდგარი ტრტ-ს ციფრული გადაცემები.
  • 2004 წლის 12 მაისი
    სტამბოლში ჩატარდა ორ ეტაპად ევროვიზიის 49-ე კონკურსი. ტრტ-მ უზრუნველყო მისი პირდაპირი ტრანსლიაცია 36 ქვეყანაში.
  • 2004 წლის 3 ნოემბერი
    ტრტ-ს ვებგვერდმა (trt.net.tr) დაიწყო ფუნქციონირება განახლებული სახით, ახალი დიზაინით და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით.
  • 2004 წლის 14 დეკემბერი
    დაიწყო ციფრული გადაცემები ტელეარხისა ტრტ-თურქ და რადიო თსრ “თურქეთის ხმა"
  • 2005 წლის 24 ივნისი
    უზბეკეთში –ტაშკენტში გაიხსნა ტრტ-ს მე-7 საზღვარგარეთის ბიურო.
  • 2005 წლის 10 აგვისტო
    წარმატებით განხორციელდა იზმირის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოლიმპიური თამაშების ქვეყნის შიდა და საზღვარგარეთ ტრანსლიაცია.
  • 2005 წლის 1 ნოემბერი
    ხელი მოეწერა აზიავიზიონის კონტრაქტს ტრტ-აზია-წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირს შორის.
  • 2006 წლის 22 ივნისი
    საერთაშორისო ტელევიზია ბუენა ვისტასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ტრტ-მ 4 წლით მიიღო უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმებისა და კინოფილმების თურქეთში ტრანსლიაციის უფლება.
  • 2007 წლის 16 მარტი
    ტრტ-მ შეიძინა 2010-2014 წლების მსოფლიო თასისა და ფიფას სხვადასხვა ჩემპიონატების (კონფედერაციის თასის მსგავსი) ტრანსლიაციის უფლება.
  • 2008 წლის 13-20 აპრილი
    ტრტ-მ შეიძინა 44-ე საერთაშორისო საპრეზიდენტო ველოტურის ტრანსლიაციის უფლება.