ენტონი ბლინკენს სენატში გააპროტესტეს

ენტონი ბლინკენს სენატში გააპროტესტეს

2142679
ენტონი ბლინკენს სენატში გააპროტესტეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, 2025 წლის ბიუჯეტის მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა შეძახილებით რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს.

პალესტინის მხრადამჭერები, ბლინკენის სიტყვით გამოსვლის დროს სკანდირებდნენ შეძახილებს: „მას ხელებზე სისხლი აქვს“, „ის ომის დამნაშავეა“.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის ჰინდ რაჯაბმა, რომელიც თებერვალში ღაზაში ისრაელის სამიზნე მანქანაში იყო ჩარჩენილი და ტელეფონით პალესტინის წითელ ნახევარმთვარის წარმომადგენლებს დამხარება ამ სიტყვებით თხოვა: „ყველა დაღუპულები არიან, მოდით და მომიყვანეთ, არ მინდა აქ მარტო დარჩენა. ძალიან მეშინია, გთხოვთ, გამოაგზავნეთ ვინმე“, ის 3 საათის განმავლობაში ევედრებოდა დამხარებას, მაგრამ ისრაელის ძალების თავდასხმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ კი ჰინდ რაჯაბის, მისი ბიძის, ბიძის მეუღლისა და 3 შვილის ცხედრები იპოვეს მანქანაში, რომელსაც მიაღწიეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალები რეგიონიდან 12 დღის შემდეგ გავიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები