თრ–ს ტელევიზია


ტელევიზია

სამაუწყებლო სივრცეში, სადაც მრავალი ადგილობრივი და რეგიონალური სატელევიზიო არხი ფუნქციონირებს, TRT(თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა) ”ზუსტსა და მიუკერძოებელ” ინფორმაციას აწვდის მაყურებელს. მისი საგანმანათლებო, კულტურული, დოკუმენტური, დრამატული, სპორტული, მუსიკალური და გასართობი გადაცემების ნახვა შესაძლებელია ანატოლიის 99%-სა და ქვეყნის საზღვრებს გარედანაც.

 

TRT-ს მიზანიასხვადასხვაასაკის, პროფესიის, განათლებისადაკულტურისმქონეაუდიტორიისათვისგასართობ- შემეცნებითიგადაცემებისმომზადება.არხიმიზნადისახავსნაციონალურ-კულტურულიგაერთიანებისხელშეწყობას.

 

TRT-1

საოჯახო არხია. თურქეთის ყველაზე ყურებადი არხის TRT-1-ისგადაცემები შედგება საგანმანათლებო, კულტურული, დრამატული, მუსიკალური, გასართობი, სპორტული და საინფორმაციო პროგრამებისაგან. მისი ნახვა 99,9%-იანი დაფარვის ზონის მეშვეობით თურქეთის ყველა ადგილიდან და ინტერნეტით არის შესაძლებელი. უკვე 42 წელიწადია რაც იგი ფუნქციონირებს.

 

TRT-HABER

  ეს არხი საინფორმაციოა და მისი გადაცემები ინფორმაციის, პოლიტიკის, ანალიზის, განხილვების, სპორტის, დოკუმენტალისტიკის, კულტურისა და ხელოვნების ”ახალი სუნთქვაა”. TRT-HABERეს არის სწორი ინფორმაციის მოპოვების უფლება, რომელიც თქვენც უნდა გამოიყენოთ. ინფორმაციის არხი TRT-HABERყველგანაა....

 

TRT-3

ეს არხი გადაცემებს თურქეთის პარლამენტის ტრანსლიაციებთან მონაცვლეობით გადასცემს. TRT-3-ს გადაცემები ძირითადათ სპორტული პროგრამებისაგან შედგება და იგი 2010 წლის 9 აგვისტოდან TRT Spor-ის ლოგოთი აგრძელებს ფუნქციონირებას. 

 

TRT-GAP

ის გადაცემები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მცხოვრებთა მოთხოვნების გათვალისწინებით შედგება საგანმანათლებლო, კულტურული და მუსიკალური პროგრამებისგან.

 

TRT-4

ს მეშვეობით მონაცვლეობით გადაიცემა TRTÇocuk-ისა (საბავშვო) და TRT Okul-ის (საგანმანათლებლო) არხების გადაცემები.

 

TRTAnadolu

მ მაუწყებლობა დაიწყო ოფიციალურად 2010 წლის ოქტომბერში და მისი ეთერის დიდ ნაწილს შეადგენსTRT-ს საარქივო მასალა და TRT-ს სხვა არხებთან ერთად მომზადებული პირდაპირი და ჩაწერილი გადაცემები. მის გადაცემებში ასევე ასახულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ფასეულობები, ტრადიციები და კულტურა.

 

TRT-6

სქურთულ ენაზე გადაცემებით თურქეთის საერთაშორისო და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებში დადებითი წვლილი შეაქვს. არხი მიზნად ისახავს ქვეყნის ერთიანობისა და სოლიდარობის გაძლიერებას. TRT-6-მა ფუნქციონირება 2009 წელში დაიწყო.

 

TRT-ÇOCUK(საბავშვო)

თანამედროვე ბავშვის ყველა სახის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. მისი მიზანია ფიზიკურად, გონებრივად, სულიერად და ზნეობრივად ჯანმრთელი თაობების აღზრდაში წვლილის შეტანა.არხის პრინციპია პედაგოგიური ნორმების ფარგლებში ხარისხიანი, თანამედროვე და პასუხისმგებლური მაუწყებლობის წარმოება. TRT-ÇOCUKმიზნად ისახავს თურქული ენის, კულტურის სწორი ფორმით გაცნობისათვის არხის საშუალებით ინფორმაციების მიწოდებას.

http://www.trtcocuk.com

 

TRT-TÜRK

 მაუწყებლობას ძირითადათ თურქულ ენაზე ახდენს. მისი პროგრამების მეშვეობით ხდება თურქებისა და თურქეთის პოპულარიზაცია, საინფორმაციო და კულტურული პროგრამებით არხი ცდილობს საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებსა და თურქულ კულტურას შორის კავშირის შენარჩუნებას.

 

TRT-AVAZ

მა ფუნქციონირება დაიწყო 2009 წელში 8 ქვეყნიდან უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია ჰერცეგოვინიდან, ალბანეთიდან და თურქეთინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების შესაბამის ენებზე. მისი გადაცემები ვრცელდება შორეული აღმოსავლეთიდან ბალკანეტამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. არხი თურქეთსა და თურქულენოვან სახელმწიფოებს შორის ენობრივ და აზრთა ერთიანობას ამყარებს. სიტყვა AVAZ”ხმას” ნიშნავს და ეს არხი სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიამდე არსებულ 27 ქვეყანასა და 13 ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები დაახლოებით 250 მილიონი ადამიანის ხმას წარმოადგენს.

 

TRT- BELGESEL

 (დოკუმენტური) ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და თურქულ ენებზე გადასცემს ისტორიული, საზოგადოებრივი, ბუნების მსახვე, სპორტულ, კულტურულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ხასიათის დოკუმენტურ პროგრამებს. იგი პირველად ეთერში გავიდა 2009 წლის 17 ოქტომბერს. 

 

TRT-MÜZİK

ამ მუსიკალური არხით გადაიცემა საკონკურსო, მუსიკალურ-დოკუმენტალური გადაცემები და კონცერტები. 2009 წლის 16 ნოემბერს ამოქმედებული არხის მეშვეობით თურქულ ხალხურ მუსიკასთან ერთად ადგილობრივ და უცხოურ მუსიკალურ გადაცემებსაც ავრცელებს.

 

TRT- ETTÜRKİYYE

ამ არხზე გადაცემები არაბულ ენაზე გადაიცემა და მისი ნიზანია თურქეთის რეგიონის ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებში დადებითი წვლილის შეტანა. მისი გადაცემები შედგება საინფორმაციო, ეკომიკური, დრამატული, მუსიკალური, სპორტული, რელიგიური და გასართობი პროგრამებისაგან. აგი ეთერში გავიდა 2010 წლის აპრილში. არხი გათვალისწინებულია 22 არაბულენოვან ქვეყანაში მცხოვრები 350 მილიონი ადამიანისათვის და მათსა და თურქეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის.

 

TRT HD

HDმაუწყებლობის მქონე არხის პროგრამები ძირითადათ სპორტული და დოკუმენტური ხასიათისაა. მან ფუნქციონირება 20110 წელში დაიწყო და მისი მეშვეობით ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადები გადაიცემა.

 

TRT SPOR

მა მაუწყებლობა 2010 წლის აგვისტოში დაიწყო. ამ არხის მეშვეობით ხდება ყველა ეროვნული და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებესისა და ღონისძიებების ცოცხლად ან ჩანაწერის ტრანსლირება. TRT SPOR-ზესპორტის ყველა სახეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

http://www.trt.net.tr/TV/TvAna.aspx