ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს

ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს

2142880
ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინას სახელმწიფოდ 28 მაისს აღიარებს.

პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მრავალი მიზეზით ვაპირებთ და ეს ყველაფერი შეგვიძლია სამ სიტყვაში შევაჯამოთ: მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი დაცული იყოს და უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და სწორედ ამ მიზეზით ჩვენ ვაღიარებთ პალესტინას“.

სანჩესმა სიტყვით გამოსვლის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ მას ამის გაგონება არ უნდა და მას არ აქვს სამშვიდობო გეგმა პალესტინასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ესპანეთის საკანონმდებლო ორგანომ 2014 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მინისტრთა საბჭოს მიერ 28 მაისს გადასადგმელი ნაბიჯი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საკმარისი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები