ინდოეთში მაღალი ტემპერატურის გამო „წითელი დონის განგაში“ გამოცხადდა

ინდოეთში მაღალი ტემპერატურის გამო „წითელი დონის განგაში“ გამოცხადდა

2143013
ინდოეთში მაღალი ტემპერატურის გამო „წითელი დონის განგაში“ გამოცხადდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში სეზონურ ნორმებზე მაღალი ტემპერატურის გამო 5-დღიანი „წითელი დონის განგაში“ გამოცხადდა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (IMD) განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ნიუ-დელიში ჰაერის ტემპერატურა 44-დან 47 გრადუსამდე დაფიქსირდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 5-დღიანი „წითელი დონის განგაში“ გამოცხადდა ძლიერი სიცხის ტალღის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ნიუ-დელისა და მის შემოგარენში.

თავის მხრივ, ნიუ-დელის განათლების დირექტორატის განცხადებაში რეკომენდირებულია, რომ რეგიონის სკოლებმა გამოაცხადონ საზაფხულო არდადეგები 11 მაისიდან 30 ივნისამდე.

ცნობისათვის, ზაფხულში ინდოეთში ბოლო დროს გაზრდილი ტემპერატურის გამო ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში მაღალი ტემპერატურის გამო 2015 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1908 ადამიანი დაიღუპა, 2020 წელს 530, ხოლო 2021 წელს 374 ადამიანი.

კლიმატის ექსპერტების აზრით, გლობალური დათბობა 30-ჯერ გაიზარდა სამხრეთ აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი.



მსგავსი ინფორმაციები