ფეთჰი ბაშაღა: „თუ ომი (თავდასხმები) გაგრძელდება, თურქეთისგან სამხედრო მხარდაჭერას მოვითხოვთ“.

ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი: „თუ ომი (თავდასხმები) გაგრძელდება, თურქეთისგან სამხედრო მხარდაჭერას მოვითხოვთ“.

1330152
ფეთჰი ბაშაღა: „თუ ომი (თავდასხმები) გაგრძელდება, თურქეთისგან სამხედრო მხარდაჭერას მოვითხოვთ“.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფეთჰი ბაშაღამ განაცხადა, რომ ხალიფა ჰაფთარის მხრიდან, რომელმაც ქვეყნის საჰაერო ბაზები უცხო ქვეყნებისთვის გახსნა, ომის (თავდასხმების) გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთისგან სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვენ. მან ამის შესახებ ტუნისის დედაქალაქ, ტუნისში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ჩვენი ქვეყნის საჰაერო ბაზების უცხო ქვეყნებისთვის გამხსნელ ხალიფა ჰათარის, რომელიც დაქირავებული მებრძოლებით გვესხმის თავს, მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთისგან სამხედრო მხარდაჭერის ოფიციალურად თხოვნას ვაპირებთ. ლიბიას, საერთაშორისოდ აღიარებული ერთადერთი მთავრობა ჰყავს. თურქეთის, ტუნისის და ალჟირის მხრიდან ჩამოყალიბებულ კოალიციასთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას  და სუვერენიტეტს უჭერენ მხარს“, განაცხადა  ფეთჰი ბაშაღამ.



მსგავსი ინფორმაციები